Posts

BEM მეთოდოლოგია

Image
ცოდვა გამხელილი ჯობიაო - რამდენიმე წელი რაც ლეიაუთერად ვიმუშავე, არასოდეს გამომიყენებია რაიმე ტიპის მეთოლოგია, რომელიც საკუთარი კოდის ორგანიზებაში დამეხმარებოდა. რეალობაში რაც ხდება ისაა რო საქმე დროზე უნდა გაკეთდეს და ექსპერიმენტების დრო ნაკლებად რჩება. სინამდვილეში კი ეს თავისმართლება უფროა და ის უპირატესობა რასაც ორგანიზებული კოდი მოგცემს, საბოლოო ჯამში დროის და რესურსების დაზოგვაა და არა პირიქით. სანამ უშუალოდ მეთოდოლოგიებზე გადავალთ, მოდი ვიტყვი რატომაა კოდის ორგანიზების რაიმე მეთოდოლოგიის გამოყენება აუცილებელი: კოდი არის იოლად გასაგები (შენთვის და სხვისთვის, ახლაც და მერეც) არის ოპტიმიზირებული (დუბლირების გარეშე. სწრაფად არენდერებს ბროუზერი) მოდულური არქიტექტურის გამო, კოდი არის იოლად გამოყენებადი სხვა პროექტებში. კონკრეტული პოსტის ამოცანა არაა სხვადასხვა მეთოდოლოგიების მიმოხილვა თუმცა, აქვე ჩამოვთვლი მეთოდოლოგიებს რომლებისთვისაც ავად თუ კარგად შემივლია თვალი: OOCSS SMACSS BEM  (უფრო გასაგები getbem.com ) აქვე ორი რესურსი, (getbem.com -ზე აღმოჩენილი),  რომელიც ს